ვიქტორ დოლიძე:   ტვინს არ ვიჭყლიტავთ, რა სცენარებზე ფიქრობს ხელისუფლება

ვიქტორ დოლიძე: ტვინს არ ვიჭყლიტავთ, რა სცენარებზე ფიქრობს ხელისუფლება

ბევრს არ ვიჭყლიტავთ ტვინს,  ამ პერიოდში რა სცენარებზე ფიქრობს ხელისუფლება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იგი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას დაკავებას არ გამორიცხავს.

ვიქტორ დოლიძემ პროკურატურის მხრიდან თავდაცვის სამინისტროზე პოლიტიკური წნეხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ისეთი კამპანიაა აგორებული და ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ გამოსარიცხი არაფერია.

"არანაირად არ გამოვრიცხავ არაფერს და ამ პროცესის ნებისმიერი სცენარით განვითარებას ველოდებით, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულ თემებზე გვაქვს საფიქრალი. ხვალ ყრილობა გვაქვს, მომავალი პარტიული განვითარების პროცესი მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, ბევრს არ ვიჭყლიტავთ ტვინს, თუ რა სცენარებზე ფიქრობს ხელისუფლება ამ პერიოდში", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.