საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი გერმანიის მთავრობის კაბინეტმა უკვე მოიწონა.
გერმანიის მთავრობის კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამ შეთანხმებას აღნიშნულ სამ ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების საკითხში უდიდესი წვლილი შეაქვს.
ამ ეტაპზე საქართველოსთან, მოდლოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის, ბულგარეთი, მალტის და სლოვაკეთის პარლამენტებში მოახდინეს.