„ვერ ვხედავ საფრთხეებს და მწამს საქართველოს ევროპული ორიენტაციის“

„ვერ ვხედავ საფრთხეებს და მწამს საქართველოს ევროპული ორიენტაციის“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას სასტუმრო „რედისონში“ შეხვდა.

როგორც იანოშ ჰერმანმა განაცხადა, ის აფასებს იმ ადამიანებთან ერთობლივ მუშაობას, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს.

„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ მომავალზე და გავაგრძელოთ ქვეყნის დემოკრატიული შენება. საქართველოს აქვს საკმაოდ დეტალური დღის წესრიგი ევროკავშირთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი და მიმართულება და ხელისუფლებასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს დღის წესრიგი იყოს შესრულებული“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.