ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ გამოძიება

ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ გამოძიება "პირადად მასთანაც მივიდეს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ გამოძიება "პირადად მასთანაც მივიდეს". ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა.

"არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერს ველოდები და პირიქით, მე ხომ ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე მე ვარ. ამიტომაც მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ და თუ რამე შეკითხვა აქვთ, ჩემთან მოვიდნენ", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.