„რაც უნდათ, ის აკეთონ“

„რაც უნდათ, ის აკეთონ“

ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანია პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საზოგადოება თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ ბევრ სურპრიზს გაიგებს.

„რაც უნდათ ის აკეთონ. ბოლო პერიოდში მუქარის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ღარიბაშვილი როგორც ბრალმდებელი, ისე გამოდიოდა. მე ხაზს გავუსვამ, ვერანაირად ვერ შეაჩერებს „თავისუფალი დემოკრატების“ გეგმებს“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, 8 ნოემბერს, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაგეგმილი ყრილობა იქნება საქართველოში ახალი ერის დასაწყისი, რადგან „უკვე დაიწყება პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების დაჯგუფება ღირებულებების ირგვლივ და არა ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ“.

ამასთან, როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ 8 ნოემბერს გახდება ცნობილი.