ბათუმის საკრებულოში კოლიაცია

ბათუმის საკრებულოში კოლიაცია "ქართულ ოცნებას" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გამოაკლდა

განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯომარე კობა ჩხეიძემ დღეს გააკეთა. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკარატების“ 3 დეპუტატი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი ფრაქციის სახელით გააგრძელებს.

"თავისუფალი დემოკრატების" გარდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" ბათუმის საკრებულოში 2 - „რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" ფრაქცია წარმოადგენს.

„პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ტოვებენ ფრაქციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც თავისუფალი დეპუტატები. რაც შეეხება ჩვენ თანამშრომლობას სხვა პარტიასთან, რა თქმა უნდა, ყველა ის დაპირება, რაც 2012 წლიდან დაწყებული ჩვენი პარტიამ საკუთარ თავზე აიღო, იმ კურსის გამგრძელებლები ვიქნებით", - აცხადებს ჩხეიძე.