ეს მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს

ეს მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს

მოხარული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს , - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მინდა, მადლობა გადავუხადო სამ მინისტრს, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ბოლო წლების განმავლობაში, მათი თავდაუზოგავი მუშაობისთვის ქვეყნის განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლის გამყარების საქმეში. ასევე, პირადად გადავუხდი მათ მადლობას მეგობრობისთვის, რომელიც ვიმედოვნებ, შენარჩუნდება. მოხარული ვარ, პრემიერ-მინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს. ეს, მე ვფიქრობ, ქართველი ხალხის ნებას ასახავს. ნატო და პირადად მე, ერთგული ვართ იმ იდეისა, რომ დავეხმაროთ საქართველოს ნატო-ს წევრობის გზაზე", - წერს აპატურაი Facebook-ში საკუთარ გვერდზე.