უკრაინის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა

უკრაინის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,42% დათვალა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული მონაცემებით , 5%-იანი ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა - არსენი იაცენიუკის "ეროვნული ფრონტი", რომელიც 22,17%-ით ლიდერობს, "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" – 21,82%, გაერთიანება "სამოპომიჩი" - 10,99%, "ოპოზიციური ბლოკი" – 9,38%, "რადიკალური პარტია – 7,45% და იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა" – 5,68%.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 26 ოქტომბერს გაიმართა.