ალექსი პეტრიაშვილი - აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიის მცდელობის საწინააღმდეგოდ ჩვენი დიპლომატია 24 საათი მუშაობს

ალექსი პეტრიაშვილი - აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიის მცდელობის საწინააღმდეგოდ ჩვენი დიპლომატია 24 საათი მუშაობს

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიის მცდელობის საწინააღმდეგოდ ქართული დიპლომატია უცხოეთში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს , - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის სურვილს გამოეხმაურა, "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის' ხელშეკრულება" აფხაზეთის მსგავსად ცხინვალთანაც გააფორმოს.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მოსკოვის ამ მცდელობაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება სერიოზული რეაგირება.

"არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იქნება სერიოზული რეაგირება. ისინი ასევე თავისი არხებით აწარმოებენ შესაბამის კომუნიკაციებს. ის, რაც ხდება, არის რუსეთის მხრიდან ცალსახა ანექსიის მცდელობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, აფხაზებსა და ოსებს აქვთ საშუალება საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად თავადაც ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც ვიზების ლიბერალიზაცია მოიტანს.

"ეს არის ქართული პასპორტებით უვიზო მიმოსვლა, თავისუფალ ვაჭრობაში ჩართვა და ა.შ", - აღნიშნა პეტრიაშვილმა..