კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი გათავისუფლებულია. ესპანურმა მხარემ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი რუსეთს გადასცა.
თვითმფრინავი, რომელსაც პატიმარი გადაჰყავდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დღეს დილის 06:00 საათზე დაეშვა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კალაშოვი პირდაპირ შინაგან საქმეთა სამმართველოს მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, ვინაიდან რუს სამართალდამცველებს ამ ეტაპზე კალაშოვის მიმართ პრეტენზია და სამხილები არ აქვთ.
შაქრო კალაშოვი ესპანეთის პოლიციამ 2010 წელს დააკავა. ბრალდების თანახმად, ე.წ.კანონიერი ქურდი დანაშაულებრივ სქემას კურირებდა, რომლის მიხედვითაც, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოში, შემდეგ კი ევროპაში გადიოდა.