გიორგი მუსხელიშვილი, ხვალ,  წყნეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობას მოინახულებს

გიორგი მუსხელიშვილი, ხვალ, წყნეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობას მოინახულებს

ხვალ, 30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე თბილისის  საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს - გიორგი მუსხელიშვილს დაბა წყნეთის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გააცნობს.

დაბა წყნეთი, რომელიც თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის, 2015 წლიდან, წყალს 24-საათის განმავლობაში მიიღებს. წყნეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის  მშენებლობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", მიმდინარე წლის ივნისიდან ახორციელებს.