ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში ერთი მოსმენით განიხილავენ. საუბარია ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების საკითხზე , რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების საკითხი 2015 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწევს.
ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შედის, რომლის თანახმად უნდა მოხდეს ახალი ვადის განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებებისთვის. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორცილებული კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბეიქტთა მაიდენტიფიცირებული მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას.
ცვლილების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს აქამდე არსებული უფლებები 2015 წლის 1-ელ აპრილამდე შეუნარჩუნდება.