"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ თვითმმართველობებში დაგეგმილ ატესტაცია-კონკურსებთან დაკავშირებით პარლამენტს დადგენილების მიღებას სთავაზობს.
შესაბამისი წინადადებითა და დადგენილების პროექტით დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.
ბეჟაშვილის თქმით, დადგენილების პროექტში ასახულია პარლამენტის პოზიცია, პროცესის გამჭირვალედ ჩატარების და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე.
პარლამენტის ბიურომ ბეჟაშვილის თხოვნა საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ასახვის თაობაზე არ გაითვალისწინა და კოლეგას რეგლამენტით დადგენილი წესით პროექტის დარეგისტრირება სთხოვა.