სერგო რატიანი უმრავლესობას მოუწოდებს, კომიტეტის სხდომებზე სერიოზული კონტროლისთვის მოემზადონ

სერგო რატიანი უმრავლესობას მოუწოდებს, კომიტეტის სხდომებზე სერიოზული კონტროლისთვის მოემზადონ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, მოემზადონ სერიოზული კონტროლისთვის , ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თბილისში საპარლამენტო კომიტეტების სხდომებზე იქნებიან.

ამის შესახებ რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მესმის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოცნება პროცედურულ დემოკრატიაზე არის ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი, მაგრამ ის, რაც ხდება თბილისში კომიტეტების სხდომაზე, მართლაც შემაშფოთებელია. მოწვეულ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვის დასმის უფლებას არ აძლევენ. თუ თქვენ გგონიათ, რომ რადგან კანონის დარღვევით გადაიტანეთ კომიტეტები თბილისში, ამ კომიტეტების სხდომები იქნება ასევე უკონტროლო, ძალიან ცდებით. მეტსაც გეტყვით, იქ იქნებიან არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იქ იქნებიან ჩვენი წარმომადგენლებიც და კითხვები იქნება მწვავე და სერიოზული. ამისგან გაქცევის ილუზია ნუ გექნებათ. თქვენ გექნებათ სერიოზული კონტროლი და მოემზადეთ, დაიცავით პროცედურული დემოკრატიის ყველა ნორმა", - განაცხადა სერგო რატიანმა.