„გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება საშუალება, ვიმსჯელოთ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე“

„გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება საშუალება, ვიმსჯელოთ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე“

ჯანდაცვის მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა აღნიშნული საქმე ე.წ. ტრაქტორების საქმის მსგავსია თუ არა.

„უნდა მივცეთ სამართალდამცველებს საშუალება, რომ გამოიძიონ ეს შემთხვევა და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ ვიმსჯელოთ იმის მსგავსი შემთხვევა იყო თუ განსვახებული. ეს არის გამოძიების პრეროგატივა, რომელსაც უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია პროკურატურამ გუშინ დააკავა. უწყება მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება.