პრემიერის ინფორმაციით, 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე

პრემიერის ინფორმაციით, 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე "ნაცმოძრაობა" პროვოკაციის მოწყობას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინფორმაციით, 15 ნოემბრისთვის  დაანონსებულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას მიუვიდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 15 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოქალაქეების რეგიონებიდან ჩამოყვანას აპირებს, რათა შემდგომ მათ ერთმანეთი აცემინოს.

"15 ნოემბრის აქცია, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანოსნებულ აქციასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ როგორც მითხრეს, ისინი გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციას. მინდა,  მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია,  რაც მე მომივიდა – "ნაციონალები" აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. აი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მე აღარ მინდა მათზე დიდი დრო დავხარჯო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალებს" რომ აფხაზებსა და ჩვენს მოქალაქეებზე გული არ შესტიკავთ, ეს ახალი ამბავი არ არის.

"ყველამ ვიცით, რომ ცხინვალის ოკუპაცია მათი დამსახურებაა. ამასთან დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მივიღეთ 25 000 დევნილი სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად. ასე, რომ რასთან დაკავშირებით უნდა მოაწყონ აქცია? – აქცია მათ თავიანთ თავს უნდა მოუწყონ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობა" აქციის გამართავს გეგმავს.