პარლამენტის შესასვლელთან დღესაც იმყოფებიან ადამიანები, რომელსაც ხელისუფლებამ დახმარება დაჰპირდა

პარლამენტის შესასვლელთან დღესაც იმყოფებიან ადამიანები, რომელსაც ხელისუფლებამ დახმარება დაჰპირდა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ ორი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" დანაპირებების უმეტესობა შეუსრულებელი დარჩა.

როგორც დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამის მაგალითია, რომ პარლამენტის შესასვლელთან დღესაც იმყოფებიან იპოთეკით დაზარალებული ადამიანები, რომელსაც ხელისუფლებამ დახმარება დაჰპირდა.

"მეც შეიძლება პარლამენტში სხვა შემოსავლელით ვისარგებლო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გვერდიდან თუ შემოხვალ, ამ დამიანების პრობლემებს ასე მოაგვარებთ. ვინც აქ დგას, ის ადამიები არიან, რომლებიც ითხოვენ დაპირებულის შესრულებას და ეს არის დიდი იმედგრაცრუება"-აღნიშნა მელიქიშივლმა.

მისვე თქმით, დღეს გამოქვეყნდა რეიტინგი, რომელიც მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესის სიმარტივეს აფასებს.

"მთელი რიგი ჩამონათვალი არის გაუარესებული, მათ შორის ბიზნესის დაწყების, კრედიტის აღების მაჩვენებელი. ამ ორი წლის განვალობაში საქრათველოს ეკონომიკამ დაკარგა 3 მილიარდი ლარის შესაძლებლობა და ამას აღიარებს ფინასთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბიუჯეტის პარამეტრებიც",_განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა პლენარულ სხდომაზე.