მოსკოვში #1

მოსკოვში #1 "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი დააბრუნეს

"დომოდედოვოს" აეროპორტში 61 წლის კალაშოვს რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები დახვდნენ და სამინისტროში გადაიყვანეს, თუმცა მან შენობა როგორც თავისუფალმა ადამიანმა დატოვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუს სამართალდამცველებს მასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. მისივე ცნობით, კალაშოვი სავარაუდოდ, რუსეთს დატოვებს.

როგორც ცნობილია, კალაშოვი რუსეთში სამჯერ, საქართველოში კი ერთხელ არის გასამართლებული. ქართულმა საამართლომ მას 2006 წელს დაუსწრებლად თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიუსაჯა.