კოალიციაში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

კოალიციაში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ვახტანგ ხმალაძის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის , ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დარჩება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" სამომავლოდ კოალიცია "ქართულ ოცნებაში", მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

,,პრინციპულ საკითხებზე კოალიციაში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. თუ რამე საკითხს განვიხილავთ, ღია ვართ ამისთვის. ხმალაძე გარემოებების არსებობის შემთხვევაში იურიდიულ კომენტარს აკეთებს და სავსებით სწორია", - განაცხადა გია ვოლკსიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

გუშინ, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ დარჩება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" სამომავლოდ კოალიცია "ქართულ ოცნებაში", ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

"ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები", - განუცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას.