საპენსიო რეფორმის პირველადი დიზაინი მზადაა

საპენსიო რეფორმის პირველადი დიზაინი მზადაა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი განხილვა ეკონომიკურ საბჭოში მიმდინარეობს და ცოტა ხანში შიდა პრეზენტაცია გაიმართება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პირველადმა დიზაინმა შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები განიცადოს.

„ამის შემდეგ უკვე დაიწერება სამოქმედო გეგმა. ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური ცვლილებებით. სავარაუდოდ, დასჭირდება დაახლოებით წელიწადნახევარი იმისთვის, რომ ახალი საპენსიო სისტემა იქნას გაშვებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული რეფორმა, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს.