რუსეთის მთავრობა მფარველობს ჰაკერებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მასალებს იპარავდნენ

რუსეთის მთავრობა მფარველობს ჰაკერებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მასალებს იპარავდნენ

სტატიაში საუბარია აშშ-ის კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანიის ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმად, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობს ელექტრონული შპიონაჟის განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით (ავტორი - ნიკოლ პერლროტი).

როგორც კომპანია „FireEye"-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი, რუსი კომპიუტერული ჰაკერები, რომლებიც რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ თითქმის უკვე შვიდი წელია მუშაობენ, იყენებენ ძალიან რთულ მეთოდებს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების კომპიუტერულ სისტემებში შესაღწევად... ისინი ცდილობენ, გატეხონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროპული უსაფრთხოების სხვა ორგანიზაციების სერვერები.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, როგორც სტატიაშია აღნიშნული, კომპანიის მკვლევარები ამბობენ, რომ რუსი ჰაკერების მიზანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ჩინოვნიკთა საქმიანობა, კავკასიის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები.

გარდა ამისა, რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ მომუშავე ჰაკერების ჯგუფს, ე.წ. „APT28"-ს აინტერესებს საერთაშორისო სააგენტო „კავკაზ-ცენტრის" მასალებიც, რომლებიც ჩეჩნეთის პრობლემებსა და რუსეთში ისლამური რელიგიის მდგომარეობას ასახავს.

მოხსენებაში პირდაპირ არაა აღნიშნული, რომ ზემოთ დასახელებული ჯგუფის უკან რუსეთის მთავრობის კონკრეტული ორგანოები დგანან, მაგრამ რადგანაც „APT28" ხშირად იყენებს რუსულენოვანი პარამეტრების მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში შემუშავებულს, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ასეთი გლობალური საქმიანობის განხორციელება რუსეთის ოფიციოზის გარეშე არ მოხდებოდა.

http://www.nytimes.com/2014/10/29/technology/russian-government-linked-to-more-cybersecurity-breaches.html