რუსეთის ხელისუფლების აგრესიას საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი ხვდება

რუსეთის ხელისუფლების აგრესიას საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი ხვდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების აგრესიას საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი ხვდება.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობას საშინაო ერთობის ორგანიზება არ შეუძლია და სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს,რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დეზორგანიზებულიცაა.

"რუსეთს აქვს დაგეგმილი და წინასწარ განზრახული მასშტაბური თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ამას ჩვენი ხელისუფლება ხვდება დეზორგანიზებული, დაშლილი. მას არ შეუძლია არც საშინაო ერთობის ორგანიზება და არც საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა თვითონ შეასრულოს ის მოვალეობა, რაც ეკისრება ხელისუფლებას. ამიტომ 15 ნოემბრის აქცია იქნება მნიშვნელოვანი და დაანახებს ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს, შეეგუოს ქვეყნის ანექსიას", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან