უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, სხდომა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართა.
იმერლიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილეს და კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვაზე იმსჯელეს.
იმერლიშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას ამ კვირაში დაასრულებს.
"ამ კანონში გათვალისწინებულია პრეზიდენტის ხედვა, რომ საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები გახდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეები, ამის შემდეგ უშიშროების საბჭოს ფორმატი კონსესუსის ფორმატი იქნება, სადაც პრეზიდენტი, მთავრობის ხელმძღვანელი, მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები საკითხებზე ერთობლივად იმსჯელებენ. დღეს პირველ რიგში, შეთანხმდა საერთაშორისო ფორმატებში ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ამ საკითხის ძალიან აქტიური წამოწევა, შესაბამისად, ეს ღონისძიებები აუცილებლად განხორციელდება. იქნება კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც დროთა განმავლობაში პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენლები გაახმოვანებენ",-განაცხადა იმერლიშვილმა.