ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე საერთაშორისო მსჯელობა იყოს

ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე საერთაშორისო მსჯელობა იყოს

ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობაში აქტიური მსჯელობა იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა უკვე აღნიშნული მიმართულებით და რისი გაკეთება იგეგმება მომავალში.

"ჩემი მოხსენება ეხებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საკითხს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ანგარიში ჩავაბარე პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტს, თუ რა არის უკვე გაკეთებული და რას ვგეგმავთ მომავალი კვირეების განმავლობაში. რაც შეეხება უკვე გაკეთებულ საქმეს, მინდა გითხრათ, რომ იყო ჩვენი წარმომადგენლების გამოსვლა გაეროსა და ევროპის საბჭოში, ასევე, დაგეგმილია გამოსვლები ეუთოში და ნატო-საქართველოს კომისიაზე. ვგეგმავთ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებას, სადაც შეიძლება ეს საკითხი დადგეს. ჩვენ ამ საკითხს აქტიურად დავაყენებთ ყველგან და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებაზე აქტიური მსჯელობა გაიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობაში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, უშიშროების საჰჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო აფხაზებისა და ოსებისადმი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებასაც. "პრემიერის შეთავაზებაზე იყო მსჯელობა, ასევე საუბარი გაიმართა ძალიან ბევრ საინტერესო იდეაზე. ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობას გავაგრძელებთ და ისევ შევხვდებით", - განაცხადა საგარეო წყების ხელმძღვანელმა.