დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი

დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი

ჩვენ განვიხილეთ ის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გაანალიზდა არსებული საფრთხეები და დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი.

"ჩვენ შევხვდით ძალიან მტკივნეულ და ურთულეს თემაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ოსეთში. განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან მიმართებაში. განვიხილეთ, გავაანალიზეთ მიმდინარე ქმედებები, ის, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე ნაბიჯები, რასაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.