მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი მუშაობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე შევთანხმდით

მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი მუშაობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე შევთანხმდით

უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი მუშაობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

"კარგი საუბარი გამოგვივიდა, კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და დღეს მოხდა ამის ნათელი დემონსტრირება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან. "პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი – ყველანი ვართ ერთსულოვანნი და ასეც ვიქნებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.