აუცილებლობის შემთხვევაში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხი განხილული იქნება

აუცილებლობის შემთხვევაში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხი განხილული იქნება

თუ აუცილებლობა მოითხოვს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხი განხილული იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

'მისი თქმით, ჯერ არ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია. "დაველოდოთ მოვლენებს, როგორი სახით იქნება მიღებული, რა საკანონმდებლო რეგულაცია ჩამოყალიბდება. თუ მოითხოვს აუცილებლობა, თუ მოითხოვს საკითხი, რა თქმა უნდა, ეს თემაც განხილული იქნება", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულის შესახებ მათი პოზიციები მოისმინა.

'მოგეხსენებათ, კვლავ აქტუალურია ფარული მიყურადების საკანონმდებლო რეგულაციის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტს უკანასკნელი თვეების პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავად საკითხის ინიციატორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრთა გარკვეულ ჯგუფთან. 3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ თხოვნით, რომ მომხდარიყო მათი მოსაზრებების მიწოდება პრეზიდენტისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა დღემდე არ შემდგარა. დღეს გაიმართა შეხვედრა იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ირგვლივ თავად ინიციატორების პოზიციების გაგება", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლმენტო მდივანმა.