ირაკლი ალასანია უცხოეთში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს

ირაკლი ალასანია უცხოეთში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების მიუხედავად, ირაკლი ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს და შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ირაკლი ალასანია საფრანგეთში უკვე შეხვდა თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს. 30 ოქტომბერს კი გერმანიაში შეხვდება გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ურსულა ფონ დერ ლიაიენს, სადაც თანამშრომლობის სტრატეგიული საკითხები განიხილება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.