ბათუმში

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც აქციას მართავდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, პოლიტიპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა თავდაპირველად განცხადებები გააკეთეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

"არ დავუშვებთ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას", - აცხადებდნენ პოლიტპატიმრები.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან პარტიის წევრები გამოვიდნენ და აქციის მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდნენ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა. სიტუაცია სამართალდაცველი ორგანოების მოსვლამდე განიმუხტა.