ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ დუისის უხუცესებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ დუისის უხუცესებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ დუისის უხუცესებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა უხუცესებს ხეობის განვითარების გეგმა გააცნო, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

მთავრობის მეთაური სამთავრობო გეგმასთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებებით დაინტერესდა და უხუცესებისგან ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოისმინა ინფორმაცია.