იტალიის პრეზიდენტი

იტალიის პრეზიდენტი "ანტიმაფიოზურ საქმესთან" დაკავშირებით ჩვენებას მისცემს

იტალიის პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო რომში, "ანტიმაფიოზურ საქმესთან" დაკავშირებით ჩვენებას მისცემს. "ბიბისის" ცნობით, პროკურატურა იძიებს 1990-იანი წლების დასაწყისში მინისტრებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და მაფიის წევრებს შორის სავარაუდო შეთანხმებას, რომლის მიზანიც იტალიაში მაფიის ორგანიზებული მკვლელობებისა და აფეთქებების დასრულება იყო.

"ბიბისის" ინფორმაციით, 89 წლის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არაფერი იცის მსგავსი მოლაპრაკებების შესახებ.

იტალიის პრეზიდენტი მხოლოდ მოწმის სახით იქნება დაკითხული. გამოძიების განცხადებით, პრეზიდენტთან დაკავშირებით ეჭვები არ არსებობს, თუმცა შესაძლოა მან რაიმე იცოდეს მინისტრების, პოლიციის მაღალჩინოსნებისა და მაფიის წევრების შეთანხმებაზე.

ჯორჯო ნაპოლიტანოს რომში, პრეზიდენტის სასახლეში დაკითხავენ.

"ბიბისის" ცნობით, საბოლოო განაჩენს ამ საქმზე სულ მცირე ორი წლის განმავლობაში გამოიტანენ.