პრემიერი პანკისში უხუცესებსა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა მშობლებს შეხვდა

პრემიერი პანკისში უხუცესებსა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა მშობლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ დუისში ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში პანკისის ხეობის უხუცესებთან და ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებთან გამართა შეხვედრა.

პრემიერთან შეხვედრიდან გამოსულმა უხუცესთა საბჭოს წევრებმა კომენტარი გააკეთეს . როგორც ერთ-ერთმა მათგანმა სოსო ქავთარაშვილმა განმარტა, პრემიერთან მათ მხოლოდ პანკისის ხეობაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს. საქმე ალაზნის სისტემის მოწყობასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხება.

რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ბაჰაუდინ ქავთარაშვილის მამას, ასმუდინ ჟაკალაევმა განაცხადა, რომ მან პრემიერისგან ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ მიიღო, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიება გრძელდება. მისივე თქმით, შეხვედრა დროში შეზღუდული იყო და გარკვეულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, თუმცა დაღუპულთა ოჯახის წევრების თქმით, მათთვის გამოძიებისგან ახალი დეტალები უცნობია.