პეტრო პოროშენკომ ანტიტერორისტულ ოპერაციას

პეტრო პოროშენკომ ანტიტერორისტულ ოპერაციას "სამამულო ომი 2014" უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას "სამამულო ომი 2014" უწოდა. ამის შესახებ ნათქვამია პეტრო პოროშენკოს მიმართვაში, რომელიც უკრაინის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლების 70 წლისთავს ეძღვნება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაშია აღნიშნული, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები თავიანთი წინაპრების ღირსეული შთამომავლები არიან.

"მტკიცედ ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში 2014 წლის სამამულო ომში, მჯერა, რომ ჩემი პოლიტიკურ-დიპლომატიური გეგმა იმუშავებს და მოიტანს მშვიდობას აღმოსავლეთ უკრაინასა და მთელს უკრაინაში", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.