სამუშაო შეხვედრა ცოფის გავრცელების შემცირებასა და  უსახლკარო ძაღლების პოპულაციის კონტროლის მიზნით

სამუშაო შეხვედრა ცოფის გავრცელების შემცირებასა და უსახლკარო ძაღლების პოპულაციის კონტროლის მიზნით

"ცოფის გავრცელების შემცირება, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის კონტროლი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება OIE-ს სტანდარტების მიხედვით.

28-31 ოქტომბერს ქ. თბილისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მერუნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: "ცოფის გავრცელების შემცირება, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის კონტროლი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება OIE-ს სტანდარტების მიხედვით." აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულნი არიან რეგიონებიდან მუნიციპალური სამსახურის და ცხოველთა თავშესაფრების თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრას ატარებენ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრის მიზანია სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების კონტროლსა და უსახლკარო ძაღლების პოპულაციის შემცირებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ვეტერინარულ ადმინისტრაციას,  მუნიციპალიტეტებსა და სხვა დონორ თუ არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგად, რაც განხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილება: ცოფის კონტროლის პარამეტრები, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეკომენდაციები უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით, უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტის მეთოდები და სტრატეგია, უსახლკარო ძაღლების საკითხები (ჯანმრთელობა, ჰიგიენის პრობლემები), თავშესაფრები, რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მნიშვნელობა, რეკომენდაციები საშიში ძაღლებისთვის, კანონმდებლობა და ცოფის მდგომარეობა საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგნეტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე, ასევე მუნიციპალიტეტიბის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.