კოტე გოგელია ჟურნალისტს:   ხომ არ გაგიჟდი, გოგონა

კოტე გოგელია ჟურნალისტს: ხომ არ გაგიჟდი, გოგონა

ტელეკომპანია "მასტროს" ერთ-ერთი მფლობელი, კოტე გოგელია ტელეკომპანიაში მივიდა. "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უკავშირდება ის ცვლილებები , რომელიც ტელეკომპანია "მაესტროში" ხდება, გოგელიამ ასე უპასუხა- "ხომ არ გაგიჟდი, გოგონა".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის დიანა ტრაპაიძემ, თეონა გეგელიამ, მაკა ცინცაძემ, სოფო ზურბიანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ოპერატორებმა დატოვეს. დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს. სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

ერთ-ერთი ინფორმაციით, არხიდან ჟურნალისტების წასვლა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. ამ დროისთვის "მაესტროში" არსებულ ვითარებას მხოლოდ თეონა გეგელია გამოეხმაურა.

ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც , - ასე ეხმაურება ჟურნალისტი თეონა გეგელია ტელეკომპანია "მაესტროში" შექმნილ ვითარებას. ტელეკომპანია, სხვა ჟურნალისტებთან ერთად თეონა გეგელიამაც დატოვა. როგორც გეგელია აცხადებს, მას უნდოდა "მაესტროში" მუშაობა.