ჟურნალისტებს დაცვა სჭირდებათ არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი მმართველებისგანაც

ჟურნალისტებს დაცვა სჭირდებათ არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი მმართველებისგანაც

ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც , - ასე ეხმაურება ჟურნალისტი თეონა გეგელია ტელეკომპანია "მაესტროში" შექმნილ ვითარებას. არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია სხვა ჟურნალისტებთან ერთად თეონა გეგელიამაც დატოვა. როგორც გეგელია აცხადებს, მას უნდოდა "მაესტროში" მუშაობა.

"თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედია ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა "მაესტროში" მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან", - აცხადებს გეგელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის დიანა ტრაპაიძემ, თეონა გოგელიამ, მაკა ცინცაძემ, ნინო ჟიჟილაშვილმა და ოპერატორებმა დატოვეს. დიანა ტრაპაიძე მისი ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს. სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.