„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს და ვერ გაიზიარებს იმ მიდგომას, რომელიც რუსეთმა გამოხატა“

„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს და ვერ გაიზიარებს იმ მიდგომას, რომელიც რუსეთმა გამოხატა“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბელგიის ვიცე-პრემიერს დიდიე რეინდერი შეხვდა და ის მიზეზები განუმარტა, რის გამო ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჩაიშალა.

დავთ უსუფაშვილის განცახდებით, შეხვედრის საუბრის ძირითადი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების საკითხი იყო.

„ბელგია, როგორც ევროკავშირის წევრი, სრულად იზიარებს ჩვენს პოზიციას. მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაცია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს იმ მიდგომას, რომელიც რუსეთმა გამოხატა, ამ ბოლო ხელშეკრულებით. დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი, ვუთხარი, რომ პრეზიდენტის ვიზიტის გადადების მიზეზი სწორედ აღნიშნული საკითხი იყო. მე დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს პრესინგს რუსეთზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ბელგიის ვიცე-პრემიერის დიდიე რეინდერის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებაზე უარი უნდა განაცხადოს. რეინდერის თქმით, ევროსაბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით, რუსეთთან მოლაპარაკებები გაიმართება.

„უნდა მოხდეს ისეთი პროცესის ორგანიზება, რომლის დახმარებითაც აღარ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება. აფხაზეთის ე.წ. მთვარობამ უარი უნდა თქვას ამ შეთანხმებაზე. მომდევნო დღეების განმავლობაში შევეცდებით ევროსაბჭოში მოვაწყოთ რუსეთთან მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე, როგორც იცით, ეს ძალიან რთულია, რაშიც ყირიმისა და უკრაინის აღმოსავლეთის შემთხვევაში დავრწმუნდით. მზად ვართ რუსეთზე ზეწოლისა და დისკუსიებისთვის“, - განაცხადა რეინდერმა.