საგარეო უწყებაში ადამიანის უფლებების მიმართულებით, საგანგებო დავალებათა ელჩი იმუშავებს

საგარეო უწყებაში ადამიანის უფლებების მიმართულებით, საგანგებო დავალებათა ელჩი იმუშავებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი, მათ შორის ქალთა ძალადობის თემა, საგარეო უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა.

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ იტალიის ელჩად ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იტალიის მთავრობის ინიციატივას მიეძღვნა.

„პირველად, ჩვენს უწყებაში, საგანგებო დავალებათა ელჩი განისაზღვრა. მას უკვე საკმაოდ დატვირთული ვითარება აქვს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ და შევუერთდეთ ქალთა დისკრიმინაციის პრობლემაზე საერთაშორისო საზოგადოების ყველა ძალისხმევას. შევისწავლოთ ამ მხრივ არსებული გამოცდილება და შესაბამის უწყებებს გავუწიოთ დახმარება მის იმპლიმენტაციაში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, სამინისტროიმ ასევე მიზნად დაისახა, რომ მომავალ წელს ორგანიზება გაუკეთოს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც წარმოაჩენს ქალთა უფლებებს და მის დაცვას მიეძღვნება.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან სერიოზული ფორუმის მოწყობა, რომელშიც მსოფლიოდან ცნობილი ქალები მიიღებენ მონაწილეობას. ეს იქნება საერთაშორისო ფორუმი. გვყავს რამდენიმე პარტნიორი. ეს ღონისძიება ჯერჯერობით ჩანასახის სტადიაშია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ქალთა უფლებების დაცვისთვის. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ეს ღონისძიება, სანამ ეს თემა გააქტიურდებოდა საქართველოში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.