მაია ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვა

მაია ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით მოხსენებას წაიკითხავს. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე მოკლე მოხსენებას გავაკეთებ. თუ რა გაკეთდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, როგორც ქართული მხარისთვის არის ცნობილი, აღნიშნულ ხელშეკრულებას, ხელი, სავარაუდოდ, ნოემბერში უნდა მოეწეროს.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორეპუსში დღეს, 18.00 საათზე დაიწყება.