ხელვაჩაურში საღებავების საწყობი იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ხანძრის გამო კვამლი ახლომდებარე ტერიტორიას მოედო. ცეცხლი ასევე გაუჩნდა ერთ-ერთ ავტომობილს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ადგილზე ასევე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები.