"ბოევიკებმა" წუხელ უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა სამხედროებმა და "ბოევიკებმა" წუხელ ღამით ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებს დონეცკის აეროპორტის რაიონში. 

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, შეიარაღებული ფორმირებები წუხელ ასევე შეეცადნენ უკრაინელი სამხედროების პოზიციების შტურმით აღებას მარიუპოლთან. 
პრესცენტრის ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს "ბოევიკების" ერთი ტანკი და ერთი ავტომობილი. 

უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბოევიკების" ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროები ალყიდან გამოვიდნენ.