უკრაინის ვადამდელ არჩევნებში კვლავ არსენი იაცენიუკის პარტია ლიდერობს

უკრაინის ვადამდელ არჩევნებში კვლავ არსენი იაცენიუკის პარტია ლიდერობს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო ინფორმაციით, ხმების 83,47%-ია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, კვლავ ლიდერობს უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის პარტია "სახალხო ფრონტი" - 22,02%-ით, მას მოსდევს ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,64%-ით, შემდეგ მოდის გაერთიანება "სამოპომოჩი" - 10,98%-ით, "ოპოზიციური ბლოკი" - 9,47%-ით, "რადიკალური პარტია" - 7,46%-ით, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინა" - 5,7%-ით. 

უკრაინული მედიის ცნობით, სხვა პარტიები, მათ შორის პარტია "სვობოდა", 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს. 

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს. 

უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელი არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.