ცივი და ნალექიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება

ცივი და ნალექიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება

ცივი და ნალექიანი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისში დღესაც შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში და სურამი-გორის მონაკვეთზე დღეს კვლავ ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრი იქნება. 

დასავლეთ საქართველოში დღეს კვლავ თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურაღამით 9-14; დღისით - 20-25 გრადუსი, მთაში ღამით 3-8 გრადუსი, ხოლო დღისით 15-20 გრადუსი; მაღალ მთაში - ყინვა დაფიქსირდება -2 გრადუსი; დღისით კი, 12-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის შესაძლოა თბილისში, მცირე წიმა და ნისლია მოსალოდნელი.