24 წლის წინ, 28 ოქტომბერს, საქართველოში კომუნისტური პარტიის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა

24 წლის წინ, 28 ოქტომბერს, საქართველოში კომუნისტური პარტიის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა

24 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად საქართველოს სსრ ისტორიაში, ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოში დასრულდა კომუნისტური პარტიის თითქმის 70 წლიანი მმართველობა, უზენაესმა საბჭომ რეალურად შეიძინა წარმომადგენლობითი ორგანოს ფუქცია და დამოუკიდებლად დაიწყო სახელმწიფო ხელისფულების განხორციელება.

უზენაესმა საბჭომ სრულყოფილი ფუნქციონირება 1991 წლის ბოლოს შეწყვიტა, ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო და 1994 წლამდე დევნილობაში განაგრძობდა მოღვაწეობას. 1992 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო საბჭო, რომელმაც შეაჩერა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება და კანონგარეშე გამოაცხადა უზენაესი საბჭო, აღდგენილად გამოაცხადა რა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია.