2004 წელს მომხდარი, გლდანის ეკლესიის დარბევისა და ბასილ მკალავიშვილის დაკავების ამბავს შინაგანი ჯარის სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ბატალიონის მაშინდელი მოსამსახურე „გზასთან" ინტერვიუში იხსენებს.
როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირი ამბობს, ბრძანება იყო, რომ ნებისმიერი ძალის გამოყენებით დაეკავებინათ ბასილ მკალავიშვილი, თუმცა მაშინდელმა შინაგანი ჯარების სარდალმა - გოგი თათუხაშვილმა ყველა პირი, რომლებმაც სისასტიკე გამოიჩინეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.
„ზოგიერთი სპეცრაზმელი განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრა მრევლს. სიმართლეს გეტყვით, ასეთიადამიანები თათუხაშვილმა სამსახურიდან სისასტიკის გამო დაითხოვა. ისე არ გაიგოთ, რომ ვინმეს ვიცავ ანვამართლებ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ქვებსგვიშენდნენ, იბრძოდნენ ყველაფრით, რაც კი ხელში მოხვდებოდათ,"- იხსენებს ყოფილი სპეცრაზმელი.