სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახა კახიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის და ყოფილი მმართველი გუნდი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პირადი კონტაქტები აქვთ დასავლეთში და ხელისუფლებაში ყოფნის ცხრაწლიანი ვადაც კარგად გამოიყენეს თავის "დემოკრატიის შუქურად" წარმოჩენის მხრივ.
„ასე რომ,"ნაციონალებმა" მუშაობა კარგად იციან. მათ დღემდე აქვთ უცხოეთში ეს კონტაქტები შენარჩუნებული.პროგრამა მინიმუმი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხუთიანზე შეასრულა. არავის ეგონა,რომ ისინიხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მორალსა და ადამიანის უფლებებზე საუბარს ისევ დაიწყებდნენ, ვინაიდან,ხალხში რა უარყოფითი განწყობაც იყო მათ მიმართ, კარგად ვიცით. მაშინ, როდესაც ვერავინ იფიქრებდა, რომ"ნაციონალური მოძრაობა" გადარჩებოდა, "ოცნების" პოლიტიკური მხარდაჭერით იგი არათუ გადარჩა, მეტიც,ამ ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა კიდეც,"- განუცხადა კახიშვილმა "საქართველო და მსოფლიოს".