ერთი ადამიანი დაიღუპა, დღეს ზუგდიდში აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილი ამ უწყების ერთ ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან "რუსთავი 2"- ის კორესპოდენტი იუწყება.
ცხედრის ამოყვანა ნანგრევებიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო გადაუდებელი დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.