ტერაქტი თუ აფეთქება - რა მოხდა ზუგდიდში?

ტერაქტი თუ აფეთქება - რა მოხდა ზუგდიდში?

ამ დრომდე უცნობია რა გახდა, ზუგდიდში მდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის აფეთქების მიზეზი. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც ხელისუფლების რომელიმე სხვა სტრუქტურის წარმომადგენელს მომხდარზე განცხადება არ გაუკეთებია.

მომხდარზე დღეს პრეზიდენტთან დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომზეც იმსჯელებენ, რომელსაც პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება, თუმცა შესაძლოა აფეთქებაზე პირველი კომენტარები მანამდე გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისცემს თუ არა ხელისუფლება აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას. შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ზუგდიდის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სისცოცხლე შეეწირა, გარდაცვლილის აფხაზეთის სუს-ის ერთ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია.