დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ავღანეთში სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ავღანეთში სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს

დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებვმა ავღანეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას  
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ინგლისის სამხედრო ბაზა "Camp Bastion", რომელიც ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში მდებარეობდა, უსაფრთხოების ეროვნულ ძალებს გადაეცა. 

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მისიის დასრულების ცერემონიაზე საერთაშორისო კონტინგენტის შტაბთან აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშები ოფიციალურად დაეშვა. 

უწყების ინფორმაციით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კონტინგენტის ფარგლებში ავღანეთში 2001 წლიდან მდებარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში სამხედრო ოპერაციის დროს 453 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.