იულია ტიმოშენკომ გიორგი არველაძე საკუთარი გუნდის წევრად წარადგინა

იულია ტიმოშენკომ გიორგი არველაძე საკუთარი გუნდის წევრად წარადგინა

უკრაინის პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერმა იულია ტიმოშენკომ გადაცემა "შუსტერ ლაივის" ეთერში საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე საკუთარი გუნდის წევრად წარადგინა. 
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი არველაძე იმ გუნდის წევრია, რომელმაც საქართველოში რეფორმები გაატარა. 

"გიორგი არველაძის უკან კიდევ ათობით ინტელექტუალი ქართველი დგას, რომლებმაც უკრაინაში ძლიერი რეფორმების პროგრამა შეიმუშავეს", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

გადაცემის მსვლელობისას იულია ტიმოშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია უკრაინის ახალ პარლამენტში ოპოზიციაში არ იქნება. 

"გარწმუნებთ, რომ ახალ პარლამენტში "ბატკივშჩინა" ოპოზიციაში არ იქნება, ჩვენ დემოკრატიულ კოალიციაში მივდივართ", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ. 

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება.